შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი გეგმის მიზანია ტექნოლოგიური და თანამედროვე სოფლის განვითარება ქვეყანაში. სოფლის მეურნეობის დაფინანსება უნდა ითვალისწინებდეს სწრაფ განვითარებას; აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე.

 

100 სოფლის სახლი - მომსახურების თანამედროვე ცენტრები:

 

  • მთავარი გეგმით ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 100 სოფლის სახლი, რომლებიც უზრუნველყოფს ქართველი ფერმერებისთვის საჭირო ყველა მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდებას. მოსახლეობას აღარ მოუწევს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში სიარული სერვისების მისაღებად - სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით, მსგავსად იუსტიციის სახლისა.

 

სოფლის სახლების 5 მთავარი ფუნქცია იქნება:

 

  • აგრონომები და ვეტექიმები: სოფლის სახლში იმუშავებენ მაღალი კვალიფიკაციის აგრონომები და ვეტექიმები, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები, რომლებიც ჩაატარებენ სწავლებებს და სამუშაო შეხვედრებს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელების მიზნით.
  • პროფესიული გადამზადების სასწავლო ცენტრი: დონორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით სოფლის სახლებში იფუნქციონირებს პროფესიული გადამზადების თანამედროვე სასწავლო ცენტრები.
  • ლაბორატორიული მომსახურება: სოფლის სახლებში იფუნქციონირებს საბაზო შესაძლებლობების ლაბორატორიული მომსახურება. მოძრავი მობილური ლაბორატორიების შექმნით შესაძლებელი იქნება, მოსახლეობამ ხანმოკლე პერიოდში ადგილზევე მიიღოს ლაბორატორიული კვლევების შედეგები.
  • სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობის განვითარება: დონორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით ინტენსიურად დაიწყება თანამედროვე სტანდარტის სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა.
  • რეალიზაცია: სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართული პროდუქციისთვის რეალიზაციის ახალი ბაზრების მოძებნასა და ათვისებას.

 

მიწის საკუთრებაში გადაცემა და უფასო რეგისტრაცია: დაჩქარებული წესით, 1 წელიწადში იქნება შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასო რეგისტრაცია. აზომვასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. საძოვრები საკუთრებაში გადაეცემა სოფელს და საძოვრის სტატუსი არ შეიცვლება სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის ნების გარეშე. სოფლების ინტერესიდან გამომდინარე, საძოვრები გამოისყიდება და გადაეცემა სოფლის მოსახლეობას.

პარტიის პოზიცია