შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

საგადასახადო და ტექნოლოგიური მთავრობის რეფორმა უზრუნველყოფს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიოში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდას. რეფორმის შედეგად საქართველო გახდება რეგიონის „სილიკონ ველი“. სახელმწიფო 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 1 მილიარდ ლარს გამოყოფს. სახელმწიფოს ფინანსური რესურსითა და დონორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნოლოგიურ სერვისებს შექმნიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიური ორგანიზაციები. ქვეყანაში გაიზრდება ტექნოლოგიების ცოდნის დონე, გაჩნდებიან ახალი, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიები.

პარტიის პოზიცია