შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია

ჩვენი მიზანია ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერება. საქართველო გახდება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა მსოფლიოში.

 

  • 10-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში, რაც მოიტანს ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილს.
  • გაუქმდება საშემოსავლო გადასახადი - მეტი შემოსავალი ოჯახებსა და ბიზნესს.
  • სესხის დაბალი პროცენტი და კრედიტების გადავადება - მეტი შესაძლებლობები ბიზნესსა და ოჯახებს!
  • სტაბილური და გამყარებული ლარი - პროგნოზირებადი გარემო ბიზნესისთვის!
  • დაცული ბიზნესი და ხელშეუხებელი კერძო საკუთრება - გაუქმდება ფინანსური პოლიცია და ეკონომიკურ დანაშაულზე აღარ იარსებებს სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

ჩვენი გეგმით:

 

  • გაუქმდება საშემოსავლო და მოგების გადასახადი - ფისკალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადასახადები გაუქმდება ეტაპობრივად და ყოველწლიურად დაიკლებს 5-5%-ით;
  • ეკონომიკური და საგადასახადო გადაცდომებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული პატიმრობა და სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
  • გაიზრდება არბიტრაჟის, მათ შორის, უცხოური არბიტრაჟის როლი საგადასახადო დავებში;
  • ამერიკასთან გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება;
  • საქართველო გახდება ევროპაში ყველაზე მცირე მთავრობის მქონე ქვეყანა.

 

რეფორმის შედეგად:

 

  • 2000-ლარამდე გაიზრდება (გაორმაგდება) საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. საშემოსავლო გადასახადის გაუქმებით, ყოველთვიურად, თითოეულ დასაქმებულს კუთვნილი ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება 20% და შეძლებს, უკეთ იზრუნოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე;
  • შეიქმნება, მინიმუმ, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი მხოლოდ საგადასახადო რეფორმის შედეგად. გადასახადების გაუქმებით ბიზნესი შეძლებს სწრაფ განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ქვეყანაში დასაქმების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს;
  • აღმოიფხვრება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებული დავების უმრავლესობა და შეიქმნება ბიზნესსაქმიანობისთვის სამართლიანი, მარტივი და დაცული გარემო;
  • საგადასახადო წნეხი არსებული 26%-იდან შემცირდება 15%-მდე, რაც ევროპისთვის - საუკეთესო, ხოლო მსოფლიოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. გაიზრდება ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაცია და მიმზიდველობა მსოფლიო მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას.

პარტიის პოზიცია