შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
EECMD-ის შესახებ

www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.


პროექტის მიზანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციასა და დებატების რაციონალური, საქმიანი და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.


ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ პოლიტიკური პარტიების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მათ სრულ საარჩევნო პროგრამას; სოციალური მედიის აპლიკაციებით კი შეძლებთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.


იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.

Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
ხშირად დასმული კითხვები

პროექტის დონორი
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.