ქართული ოცნება
მერია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ჩაატარებს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობისა და დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზების სიღრმისეულ კვლევას, რის საფუძველზეც მომზადდება თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კომპლექსური სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა:
საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრა, პირველ ეტაპზე - ევროპული დედაქალაქების საშუალო მაჩვენებლებთან გატოლება, შემდეგ კი ევროპის ყველაზე ჯანსაღ დედაქალაქებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა;
შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. აღდგება და განახლდება თბილისის ტყეები;
მომზადდება შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები. გაიზრდება ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ქალაქის ცხოვრებაში.