შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია » ინფრასტრუქტურა

რა ღონისძიებებს გაატარებთ საგზაო და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ე.წ. შიდა გზების მოწესრიგებას; ცენტრალური გზებისა და ავტობანების მშენებლობით გატაცებამ უკანა პლანზე გადასწია სოფლებსა და დაბებში მცხოვრებთა ინტერესები. უგზოობა კვლავ პრობლემაა ბევრ ადგილას, რაც არანაირად არ უწყობს ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლებისგან აუცილებელი დაფინანსების მიღება.

დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ქალაქის უწყვეტი მოძრაობის გრძივი სატრანსპორტო მაგისტრალების საბოლოო ჩამოყალიბება: უნდა მოხდეს კახეთის გზატკეცილის გაგრძელება. რკინიგზა, რომელიც პრაქტიკულად 70-80%-ით უკვე აშენებული იყო, უნდა დასრულდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკვე დახარჯული მილიონები ქარს გავატანოთ. დაკონსერვებული რკინიგზის მშენებლობა, სათანადო კორექტივებით, უნდა გაგრძელდეს! რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი უნდა გაგრძელდეს მცხეთის მიმართულებით. ხელახლა არის გასააზრებელი მტკვრის სანაპიროების ცალკეული მონაკვეთების ცალმხრივმიმართულებიან გზებად მოდერნიზების შესაძლებლობები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.