არასაპარლამენტო ოპოზიცია » საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მთლიანად ქვეყნისა და ქალაქების განვითარება ორიენტირებული იქნება ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბებაზე. გაგრძელდება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. ქალაქებში მცხოვრებთა სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდება ადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით.
პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ქალაქების მაცხოვრებლებს მიეცემათ საქალაქო ტრანსპორტით იაფად გადაადგილების საშუალება. თბილისს ექნება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრამვაი, დაჩქარდება მეტროს დაწყებული სადგურების მშენებლობა და დაიგეგმება ახალი სადგურები. განვითარდება პარკინგების საქალაქო ქსელები, აიკრძალება ახალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა მიწისქვეშა პარკინგის გარეშე.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.