შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » საბინადრო პოლიტიკა

რა პოლიტიკას გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?

ქალაქები უნდა განვითარდეს. უნდა დასრულდეს  „ყველაფრის“  ქალაქების  ცენტრებში აშენების პრაქტიკა და გარეუბნები უნდა გახდეს მიმზიდველი მათთვის, ვინც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას აპირებს. ქალაქების  ცენტრები  უნდა განიტვირთოს. ქალაქების გარეუბნებში უნდა შეიქმნას თანამედროვე, კომფორტული უბნები გამართული ინფრასტრუქტურით, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტებით, საბავშვო მოედნებით, პარკებით, სკვერებით. ამ მიზნით:

  • გამარტივდება გარეუბნებში აუთვისებელ ტერიტორიებზე დეველოპერული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების მიყიდვის წესი;
  • ქალაქების ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით  მოხდება ამ უბნების გაზიფიცირება, წყალგაყვანილობის, სანიაღვრე სისტემებისა და გზების მოწყობა;
  • დეველოპერები ვალდებული იქნებიან განაშენიანება მოახდინონ ყველანაირი პირობების შექმნის გათვალისწინებით (ბაღი, სკოლა, კინოთეატრი, სკვერი, გამაჯანსაღებელი და რეკრიაციული ზონები). 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.