შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » ინფრასტრუქტურა

რა ღონისძიებებს გაატარებთ საგზაო და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?

ინვესტიციები მოდის იქ, სადაც თავისუფალი კონკურენციაა და ხელისუფლების ნაკლები ჩარევაა ეკონომიკაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ (როგორც საკრებულო, ისე მერია ან გამგეობა) უზრუნველყოს ერთის მხრივ მუნიციპალური ბიზნეს გზამკვლევის მომზადება პოტენციური ინვესტორებისათვის, სადაც მათთვის დეტალურად იქნება წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის (ქალაქის, რაიონის) კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები და შეთავაზებები და მეორეს მხრივ, ყოველი საინვესტიციო პროექტის განხილვა–განხორციელება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, საჯაროობის და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის პირობებში.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.