არასაპარლამენტო ოპოზიცია » ვაჭრობა და სოფლის მეურნებობა
ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული პროექტი „თითო საწარმო – თითო სოფელში“ სწორედ იმას ემსახურება, რომ სოფლად მცხოვრებთათვის გაჩნდეს ეკონომიკური შესაძლებლობები. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი საწარმოების პროფილს განსაზღვრავს აგრარული რეგიონების სპეციფიკა: ეს იქნება სათბურები, ყველის და რძის პროდუქტების მინი ქარნები, საკონსერვო და წვენების, თხილის გადამამუშავებელი საწარმოები. შესაბამისად გაიზრდება სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, მოიხსნება სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გასაღების პრობლემა.
გარდა ამისა, ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ მიწის ფართობების გამსხვილების გზაზე. ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, მაგრამ საფუძველი ამას აქედანვე უნდა ჩაეყაროს.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.