შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » ურბანული განვითარება

რა პოლიტიკას გაატარებთ ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ქვეყანაში?

ურბანული განვიათარების  ძირითადი პრინციპი იქნება ნებისმიერი ურბანული დასახლების გენერალური გეგმის არსებობა, რომელშიც  დაცული იქნება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე სტანდარტები.

ჩვენ მივაღწევთ, რომ შეიცვალოს მიწათსარგებლობისა და განაშენიანების  სტანდარტები, რომელმაც პრაქტიკულად „ვიწრო სივრცეში“ ჩაკეტა ქალაქების  დიდი ნაწილის საცხოვრებელი არეალი და პრაქტიკულად „გენოციდი“ მოუწყო მთელ რიგ უბნებს თბილისსა და დიდ ქალაქებში.

ქალაქების  გენერალური განვითარების გეგმის პრიორიტეტები იქნება: დაცული და გამწვანებული ტერიტორიების, ღია საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, ძველი  ქალაქების  იერსახის შენარჩუნება, პრიორიტეტი მიენიჭება ფეხით მოსიარულეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოხდება ინფრასტრუქტურის პოზიტიური ეფექტის უზრუნველყოფა იმ ტერიტორიისთვის, სადაც ის არის განთავსებული.

ქალაქების  ისტორიულ და მწვანე ზონაში აიკრძალება  მშენებლობა;

ქვეყნის ქალაქები  გახდებიან „ბავშვების მეგობარი“ ქალაქები, სადაც პრაქტიკულად ყველა მიკროუბანი აღიჭურვება საბავშვო მოედნებით, იქნება გამწვანებული და უსაფრთხო.

ქალაქგანვითარების და მშენებლობის სფეროში გათვალისწინებული იქნება  საჯარო და კერძო ინტერესების რეგულაცია.

ამ სფეროში ინვესტიციების წახალისების მიზნით:

  • გამარტივდება ქალაქების გარეუბნებში აუთვისებელ ტერიტორიებზე დეველოპერული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების მიყიდვის წესი;
  • ქალაქების ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრებით  მოხდება ამ უბნების გაზიფიცირება, წყალგაყვანილობის, სანიაღვრე სისტემებისა და გზების მოწყობა;
  • დეველოპერები ვალდებული იქნებიან განაშენიანება მოახდინონ ყველანაირი პირობების შექმნის გათვალისწინებით (ბაღი, სკოლა, კინოთეატრი, სკვერი, გამაჯანსაღებელი და რეკრიაციული ზონები).

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.