შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » სპორტი

რა პოლიტიკას გაატარებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?

ქალაქებში მოიშალა ბევრი ის ტრადიციული ადგილი, რომელიც  სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდებოდა. ამიტომ საჭიროა ასეთი ახალი ადგილების გაჩენა. გარდა ამისა, ქალაქების მერიები უნდა ეწეოდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას პირადი მაგალითით, სოციალური რეკლამების საშუალებით. რაც შეეხება რეკრიაციულ ზონებს, ჩვენ ამ მიზნით  რეკრიაციული ზონების, პარკების და დაცული ტერიტორიების გაფართოება გვაქვს გათვალისიწინებული.

აუცილებელია სპორტულ–გამაჯანსაღებელი  კომპლექსების, სპორტული სკოლების, მინი–სტადიონების და საჭიდაო მოედნების მოწყობა.  და ზოგადად, ეს ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა სად და რამდენი ასეთი ტიპის დაწესებულება უნდა ააშენონ.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.