არასაპარლამენტო ოპოზიცია » ეკოლოგია
რა პოლიტიკას გაატარებთ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გარემოს დაბინძურების შესამცირებლად?
- შეიქმნება საქალაქო კადასტრები მსხვილ ქალაქებში და განხორციელდება მონიტორინგი ფიზიკური დამბინძურებლების (ატმოსფერული გამონაბოლქვები, რადიაციული, ელექტრომაგნიტური, ვიბრაციის, ინფრა და ულტრა ბგერების, ხმაურის) წყაროებზე. მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე მიღებული იქნება კონკრეტული ზომები (ჯარიმები, სასამართლო სარჩელები საქმიანობის შეჩერებაზე და სხვ.);
- გაიზრდება გამწვანების ზონები ქალაქებში;
- დაცულ ტერიტორიებზე აიკრძალება ნებისმიერი ტიპის ნაგებობების ჩადგმა, რომლებიც მოითხოვენ მწვანე ნარგავების გაჩეხვას, ლიკვიდირებული იქნება უკვე არსებული ასეთი ობიექტები, რომლებიც უკანონოდ იქნა ჩადგმული ან აშენებული და არღვევენ ბუნებისდაცვით რეჟიმს;
- გამკაცრდება კონტროლი წყლის ხარისხზე; რეკულტივირებული იქნება ბუნებრივი წყალსაცავები;
- მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განადგურება მოხდება არა დაწვისა და მიწაში ჩამარხვის, არამედ ნაგვის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
- მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში, არამედ მიმდებარე სოფლებში;
- კანალიზაციის სისტემებით უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ბიუჯეტიებიდან გამოიყოფა შესაბამისი ასიგნებები;
- გამოვლინდება და ლიკვიდირებული იქნება არალეგალური ნაგავსაყრელები;
- ცივილიზებული ქვეყნების ქალაქებში დანერგილი პრაქტიკის მსგავსად, ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების ე.წ. დაცალკევებული შეგროვების სისტემის დანერგვაზე;
- დაინერგება ენერგომომარაგების და თბომომარაგების ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური ტექნოლოგიები;
- ინდივიდუალური გათბობის და ცხელი წყლის სისტემების ნაცვლად ახლადაშენებულ კორპუსებში სავალდებულო გახდება თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ქვაბების მონტაჟი. მოხმარებული ცხელი წყლისა და სითბური ენერგიის აღსარიცხად შეიქმნება ინდივიდუალური სისტემა, რაც გამორიცხავს მეზობლებს შორის მოსალოდნელ გაუგებრობას.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.