არასაპარლამენტო ოპოზიცია » სოციალური პოლიტიკა
როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ?
- მივაღწევთ იმას, რომ ხელფასი არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები;
- შეიცვლება მიდგომა მინიმალური პენსიის განსაზღვრის წესზე და ის დაინიშნება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით;
- გაგრძელდება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა უსახსროდ დარჩენილი და მიუსაფარი მოხუცებულებისთვის ე.წ. „სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის;
- შეიქმნება მუნიციპალური საბინაო ფონდები, რომელიც დროებით საცხოვრებლად გამოეყოფათ სხვადასხვა მიზეზებით უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს;
- შეიქმნება „უბარიერო გარემო“ შშმ პირების გადაადგილებისთვის ქალაქში;
- გაიზრდება არასრულწლოვანების მწვავე ოპერაციების თანადაფინანსება, მათ შორის - საზღვარგარეთ;
- ნიჭიერი სტუდენტების სწავლა მუნიციპალური ფონდების მეშვეობით დაფინანსდება სრულად (100%);
- თვითმმართველობები დააფინანსებენ მრავალშვილიან ოჯახებს.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.