არასაპარლამენტო ოპოზიცია » განათლება
ჩვენ ვთვლით, რომ განათლების სამინისტრომ უნდა განსაზღვროს განათლების პოლიტიკა, ხოლო სკოლის მართვა უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დანიშნოს დირექტორი, განსაზღვროს რამდენი სკოლა და როგორი პროფილის უნდა იყოს რეგიონში თუ რაიონში, რა პროფილის პროფესიული სასწავლებლები სჭირდება და რამდენი და ა.შ. ამავდროულად, ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარი ბიუჯეტებიდან დააფინანსონ მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების სწავლა და უზრუნველყონ მათი დასაქმება მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად, ეს უნდა იყოს იმ პროფესიის სტუდენტები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების აზრით სჭირდება მუნიციპალიტეტებს და ქალაქებს.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.