არასაპარლამენტო ოპოზიცია » შეზღუდული შესაძლებლობის პირები
ქალაქები საქართველოში იქნებიან მაქსიმალურად მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის. კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა–ნაგებობების აუცილებელ ადაპტირებას შშმ პირებისთვის, მაგრამ არ არსებობს აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობის დამრღვევთა მიმართ. ჩვენ ასეთ მექანიზმს შევქმნით. გარდა ამისა, ეტაპობრივად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტენდერის პირობებში ჩაიდება სათანადო ტექნიკური მოწყობილობით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანა. რაც შეეხება ტროტუარებზე სპეციალური ქანობების გაკეთებას, ეს იქნება ნორმა.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.