შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არასაპარლამენტო ოპოზიცია » ეკონომიკური განვითარება

როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეკონომიკური განვითარების მისაღწევად? გთხოვთ აღწეროთ თქვენი სამი პრიორიტეტი.

ჩვენი ერთ-ერთი  პრიორიტეტი იქნება  წვრილი  ფერმერების ხელშეწყობა. საბოლოო მიზანია, წვრილ ფერმერს  საკარმიდამო ნაკვეთიდან მიღებული შემოსავლის გარდა გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალიც.

ამ მიზნით განვახორციელებთ  ინიციატივას „თითო  საწარმო   თითო“ და ამისთვის     შევქმნით  შეღავათების ეფექტურ მექანიზმებს:

  • სოფლად საწარმოს ამოქმედების მსურველებს მიწა გადაეცემათ უფასოდ;
  • ადგილამდე მიყვანილი იქნება კომუნიკაციები - წყალი, ელექტროენერგია, გაზი;

მეორე მიმართულება იქნება   მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობა. ამ მიზნით შევქმნით მცირე ბიზნნესის განვითარების ფონდს, რომელიც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების  ყველა მსურველს მისცემს შეღავათიან, წლიურ 4-6-%-იან  გრძელვადიან სესხს, და არა მხოლოდ მსხვილ ბიზნესმენებს; 

მესამე მიმართულება იქნება მიკრობიზნესით დაკავებული ადამიანების ე.წ. „ინდმეწარმეების“ წახალისება.  ისინი დაიბეგრებიან ფიქსირებული გადასახადით  და გაუმარტივდებათ  საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.