ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » საგზაო მოძრაობა
რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?
ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მაგალითად თბილისის მერიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკა გამოდგება, რომელიც 4 კომპონენტისაგან შედგება: (1) საგზაო მოძრაობის განმტვირთავი ესტაკადების მშენებლობა; (2) გზის საფარის გაუმჯობესება; (3) პარკინგის მოწესრიგება; (4) მოძრაობის გამყოფი ზოლების მოწყობა, საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების სისტემის დახვეწა.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.