შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » პირველადი ჯანდაცვა

რა პოლიტიკას გაატარებთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად?

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისწვდომობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა. პირველადი ჯანდაცვა,  სოფლისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი  მეტად უნდა იყოს მხარდაჭერილი  ფინანსურად და ფართოდ იყოს ჩართული სადაზღვევო სქემებში. აუცილებელია, სადაზღვევო პაკეტები მოიცავდეს მედიკამენტების გაფართოებულ ჩამონათვალს, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.