შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » საერთაშორისო ვაჭრობა

რა პოლიტიკას გაატარებთ საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გასაუმჯობესებლად?

თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვისა და ქართული მეწარმეობის კონკურენტუნარინობის ზრდისთვის. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება ასეთი სავაჭრო ურთიერთობები, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს ამა წლის ივნისში. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საჭიროებს მეტ პროაქტიურ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მეზობელ ქვეყნებთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სავაჭრო კავშირების განვითარებას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.