შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » ვაჭრობა და სოფლის მეურნებობა

რა პოლიტიკას გაატარებთ სოფლად მაცხოვრებელთათვის ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად?

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობისთვის ვგეგმავთო შემდეგ ნაბიჯებს:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით სოფლების დამაკავშირებელი გზების გაუმჯობესებას/შექმნას;
  • ბუნებრივი აირის მიწოდების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას/შექმნას;
  • წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას/შექმნას;
  • სარწყავი არხების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას/შექმნას;
  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების (საძოვრების) იმ მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, რომელიც ტრადიციულად სარგებლობს ამ მიწებით;
  • სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყეების იმ მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, რომელიც ტრადიციულად სარგებლობს ამ ტყეებით (შესაბამისი გარემოსდაცვითი რეგულაციების გათვალისწინებით).

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.