შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » სოციალური პოლიტიკა

როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ?

საქართველოს სოციალურმა პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს სიღარიბის დაძლევას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას. ამისათვის აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნისთვის უკეთესი გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სოციალური დაცვის სისტემის იმგვარი განვითარება, რომ იგი კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მიზნობრივი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფაზე.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.