ერთიანი ნაციონალური მოძრაობა » ეკონომიკური განვითარება
ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მცირე ზომის მთავრობას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას, დებიუროკრატიზაციასა და სახელმწიფო რეგულაციების შემცირებას. ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ამ მიდგომების ლობირებას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გადადგას შემდგომი ნაბიჯები:
- მოხდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება, დივიდენდსა და როიალთიზე გადასახადის გაუქმება, ასევე ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ აირზე აქციზის გაუქმება;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ გარემოზე;
- გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია და მოხდეს ეკონომიკურ/ფინანსური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება და ამოქმედება. ჩვენ ხელს შევუწყობთ სახელმწიფო სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას მათთვის გარკვეული კომპეტენციების გადაცემით.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.