შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მაჭავარიანი ხათუნა » ხედვა

როგორია თქვენი ხედვა ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ?

საქალაქო თვითმმართველობა თანამედროვე ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია. თვითმმართველობის ისტორია ევროპაში საქალაქო თვითმმართველობების, ქალაქის უფლების მინიჭების ისტორიაა. საქალაქო მეურნეობა, ურბანული გარემო, კულტურული დაწესებულებები, მომსახურებისა და ვაჭრობის ობიექტები - ყოველივე ამის  კონცენტრაცია კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში 21-ე საუკუნეში  მოითხოვს ცვლილებების აუცილებლობას და ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული გამოწვევების  წინაშე აყენებს.

ქ. ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და სამეცნიერო ტრადიციების ქალაქია საქართველოში. მას განახლების უდიდესი პოტენცია გააჩნია. ჩვენი მიზანია, ქუთაისი გახდეს სამეცნიერო-კულტურული ცენტრი და აღიდგინოს ძველი დიდება და ფუნქცია.

უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა, ქალაქის ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნება.. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს შიდა ეზოები, ლიფტები, სადარბაზოები და კორპუსების ქვეშ არსებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციები. ნაგავსაყრელების მოწესრიგების გარეშე ქალაქს ემუქრება ეკოლოგიური კატასტროფა.

ქალაქის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა საინვესტიციო გარემოს შექმნა და მოსახლეობის დასაქმება.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.