შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » საბინადრო პოლიტიკა

რა ღონისძიებებს გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?

ჩვენ განვახორციელებთ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას – წელიწადში მინიმუმ 2 ათასი კვ. მ ფართით დავაკმაყოფილებთ უსახლკარო ოჯახების. ამისათვის შეიქმნება არა მომგებიანი მერიის ფონდი, რომელსაც საბრუნავი სახსრები, 5 მილიონი ლარის უპროცენტო სახელმწიფო სესხის სახით და მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცემა. ამრიგად, ეს  ოჯახები საცხოვრებელი ფართის მხოლოდ თვითღირებულებას, ანუ დღევანდელი საბაზრო ფასის მესამედს გადაიხდიან. შემოსული თანხა კვლავ შეავსებს ფონდს შემდგომი 2 ათასი კვ.მ-ის ასაშენებლად, რომელიც კვლავ მშენებლობას მოხმარდება.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.