შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » მწვანე საფარის აღდგენა-შენარჩუნება

როგორ გესახებათ ქალაქში 2012 წლის სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული თელავის მწვანე საფარის („მწვანე რგოლის,“ „გიგოს გორა,“ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, „ზუზუმბო“) აღდგენის და შენარჩუნების საკითხი?

თელავის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გიგოს გორის გამწვანება, რომელიც დაზიანდა სტიქიის დროს. მერიის მხრიდან ხელი შეეწყობა გიგოს გორის გამწვანებას. ასევე მოხდება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება რეაბილიტაცია, მწვანე საფარის განახლება გამწვანების საშუალებით. მთლიანად მოხდება ზუზუმბოს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.