შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » ქალაქის განვითარება

თქვენი აზრით, რა არის თქვენი ქალაქის ძირითადი შესაძლებლობები/უპირატესობები, რომელთა გამოყენებასაც შეეცდებით მისი ეკონომიკური და ურბანული განვითარების მისაღწევად?

თელავს გააჩნია უამრავი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

1. ტურიზმი: ტურიზმის თვალსაზრისით თელავს გააჩნია უამრავი შესაძლებლობა, თელავი წარმოადგენს კახეთის ცენტრს, თელავი წარმოადგენს მრავალი კულტურული ტრადიციების მატარებელ ქალაქს. აქ მდებარეობს მეფე ერეკლეს სასახლე, მუზეუმი, თეატრი და სხვა. ქალაქს შეთავსებული აქვს მასპინძლის ფუნქცია და იღებს ტურისტებს. ქალაქში მდებარეობს სასტუმროები და უამრავი კვების ობიექტი, რესტორანი, ბარი, კომპლექტები.

2. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა: ქალაქის მერია ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვით, ინვესტორების ჩამოყვანით, თანადაფინანსებული გრანტების გაცემითა და სხვადასხვა ხელშეწყობით.

  • ქალაქის ღვინის ცენტრად ქცევა „თელავი ღვინის ქალაქი“, ქალაქში ღვინის მუზეუმის გახსნა და ღვინის ფესტივალების ჩატარება.
  • ქალაქ თელავის ერეკლე II მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში ეკონომიკური შემოსავლის გაზრდას.
  • სხვადასხვა კონფერენციებისა და სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების ჩატარება თელავში, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ფართო ასპარეზზე გასვლას და ეკონომიკის ზრდას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.