შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » ხედვა

როგორია თქვენი ხედვა ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ?

ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს თელავისთვის  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ და განსაზღვრონ თავიანთი ქალაქის  განვითარების სამომავლო მიმართულებები. ამისათვის კი აუცილებელია სხვადასხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანების ერთობლივი ძალისხმევა, რომლებიც ერთად შეიმუშავებენ თელავის განვითარების სტრატეგიას. ქალაქ თელავის მერიის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება  ქალაქის მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ცხადია, რომ თელავის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მკაფიოდ გამოხატული, სწრაფად განვითარებადი პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორებით (მეღვინეობა-მევენახეობა, დივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობა აქტიური კოოპერაციული მეურნეობებისა და ასოციაციების სისტემით, სხვადასხვა სახის ტურიზმი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა) რაც უშუალო ზეგავლენას ახდენს ქალაქზე. თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებით საშუალება ეძლევა იყოს თავისუფალი, მაქსიმალურად მოტივირებული ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე და ორიენტირებული საკუთარი ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. რაც ხელს შეუწყობს თელავის მერიის გამჭვირვალეობასა და დემოკრატიულობას. თელავს გააჩნია დიდი პოტენციალი იყოს უკეთესი ვიდრე აქამდე ყოფილა, ქალაქს აქვს შესაძლებლობა საკუთარი ეკონომიკური და  სოციალური რესურსები მიმართოს საკუთარი ქალაქის მდგრადი განვითარებისაკენ. ქალაქი თელავის მერიის მთავარი პრიორიტეტები იქნება:

  • ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება
  • ქალაქის ეკომონირი განვითარება და გაძლიერება
  • ქალაქის ურბანული განვითარება/ ქალაქდაგეგმარება/ბინათმშენებლობა
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგება
  • კულტურა და განათლება
  • უსაფრთხოება და კრიმინალი დონის მინიმალურ ზღვრამდე დაწევა
  • ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
  • ეკოლოგია
  • სპორტი
  • კულტურა

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.