შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » სოციალური პოლიტიკა

როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ ქალაქში?

მთავარი მიმართულება იქნება ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული სახელმწიფო პროგრამებით გაცხადებული გარანტიების შევსება ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით. იგულისხმება როგორც მომსახურებათა შესყიდვის, ასევე სოციალური გასაცემლების პროგრამები;

ვიზრუნებთ იმ პროფესიული ჯგუფების ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ევალებათ უმთავრესი სოციალური გარანტიების (ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო) მიწოდება მოსახლეობისთვის (სამედიცინო დახმარების პირველადი ხაზის მუშაკები-ამბულატორიულ–პოლიკლინიკური ქსელის ექიმები, ექტნები; სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების მუშაკები, პედაგოგები, მათთან გათანაბრებული პირები; ბიბლიოთეკების მუშაკები.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.