შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » უსაფრთხოება და კრიმინალი

თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა ღონისძიებებს გაატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალის პრევენციისთვის?

კრიმინოგენური სიტუაციის გამოსწორება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სოციალურ მდგომარეობასთან; სოციალური სიდუხჭირე, უმუშევრობა ახალგაზრდობის დაუსაქმებლობა ხელს უწყობს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას. პირველ რიგში აუცილებელია პრობლემის კომპლექსური შესწავლა და სისტემური ანალიზი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთჯერადი პროგრამები არაფრის მომტანია. აუცილებელია სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ციხიდან გათავისუფლებული პირების რესოციალიზაციას საზოგადოებაში. კრიმინალთან ბრძოლა არ გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას. დაუშვებელია ერთი ადამიანის, თუნდაც დამნაშავის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა. თელავის მერია საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გასცემს გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც იმუშავებენ პრობაციონერებთან და ხელს შეუწყობენ მათ სოციალიზაციას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.