შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

არჯევანიძე თამაზი » ეკონომიკური განვითარება

გთხოვთ მოკლედ აღწეროთ ქალაქის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა/გეგმა (თუკი ასეთი გაქვთ)

ქალაქ თელავის მერია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს შეუწყობს ქალაქში სამეწარმეო საქმიანობას. მერია გასცემს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მცირე გრანტებს ფიზიკურ პირებზე. ქალაქის მერია ხელს შეუწყობს მეწარმეებს, ბიზნეს სექტორით დაინტერესებულ პირებს ბიზნესის განვითარებაში და უფლებამოსილების ფარგლებში გადასცემს მიწებს გრძელვადიანი იჯარით.

ქალაქის მერია აქტიურად ითანამშრომლებს ეკონომიკის სამინისტროსთან ინვესტიციებისა და ფინანსური გრანტების მოსაზიდად. ქალაქის მერია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქში. კონკრეტულად კი გაკეთდება ტურიზმ ცენტრები, დაიგეგმება მარშუტები და სხვა. მერიისგან ხელშეწყობა ექნებათ კერძო ინვესტორებს სასტუმროებისა და კომპლექსების ასაშენებლად.

ქალაქის მერია აქტიურად ითანამშრომლებს და დაიმეგობრებს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს, რომელთანაც გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი და მოხდება ინვესტიციების მიღება, ტურისტების ჩამოყვანა და სხვადასხვა სახის აქტივობები. ქალაქის მერია ხელს შეუწყობს ქალაქში სამაცივრე, სასაწყობო მეურნეობის გავითარებას, რომლიდანაც შემოსავალი შემოვა მერიის ბიუჯეტში.

 

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.