შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მურღულია შოთა » საქართველოს პარლამენტი ქუთაისში

თქვენი აზრით, პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს თუ არა? გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია

რადგან ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონობით ლარი დაიხარჯა და დღეს პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებს, ვფიქრობ, რომ ის ქუთაისში უნდა დარჩეს. წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს ,,საპარლამენტო ქალაქის“ სტატუსის მინიჭება, ერთგვარი  მცდელობა იყო ზოგადად ქალაქის მიმართ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არ არსებობის გადაფარვის. თუნდაც 350 მლნ. ლარის პირდაპირ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის და ფისკალური პოლიტიკის წინსვლას რომ მოხმარებოდა, გაცილებით მასშტაბური ეფექტის მიღწევა იყო შესაძლებელი. მაგალითად, იმ ფონზე, როცა ამ ქალაქს უამრავი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს, პარლამენტის მშენებლობაში დახარჯული თანხები, სწორედაც რომ, გააუმჯობესებდა სოციალურ ფონს და მოაგვარებდა ქუთაისში  წლების განმავლობაში დაგროვილ სხვადასხვა პრობლემას.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.