შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მურღულია შოთა » ხედვა

როგორია თქვენი ხედვა ქალაქის განვითარების ძირითადი პრიორიტეტების შესახებ?

ჩვენ შევიმუშავებთ ქალაქის დაგეგმარების სრულიად ახალ მოდელს, რეალური და განხორციელებად გეგმას - სტრატეგიული დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებს, მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

ჩვენი მიზანი ქუთაისის უსაფრთხო და კომფორტულ ქალაქად ქცევაა, რომელშიც ძველის ახლით ჩანაცვლება ქალაქის ტრადიციულ არქიტექტურაზე მორგებით უნდა განვახორციელოთ. თანადაფინანსების პირობების გაუმჯობესებითა და მოსახლეობის ხარჯების განახევრებით ქალაქში არსებულ ყველა საბინაო ამხანაგობას შესაძლებლობა ეძლევა, მოაწესრიგოს შიდა ეზოები, ლიფტები, სადარბაზოები და კორპუსების ქვეშ არსებული წყალ-კანალიზაციის კომუნიკაციები; მოძიებულია ათეულობით მილიონი ლარი, რომლითაც უახლოეს 2-3 წელიწადში ქუთაისის მოსახლეობას ექნება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებული სისტემა; ქალაქისათვის მნიშვნელოვანია სანიაღვრე სისტემისა და შიდა გზების მოწესრიგება; ამ მიმართულებით, 2017 წლის ბოლომდე დაიხარჯება 50 მილიონ ლარზე მეტი; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას  დასაქმდება ათასობით ჩვენი მოქალაქე.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.