მერობის კადიდატი » ქუთაისი » კეზევაძე ალექსანდრე

დაბადების თარიღი / ადგილი
1964-07-26, ქუთაისი
განათლება
1970-1981 წლებში სწავლობდა ქუთაისის #3 საშუალო სკოლაში, 1982-1988 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის ფაკულტეტზე. აღებული აქვს ჯანდაცვის ორგანიზაციის სერტიფიკატი. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ (ტაშკენტი, ბიშკეკი, სტამბული, თელ-ავივი, თბილისი, ბათუმი და ა.შ.) ტრენინგში, კონფერენციასა თუ ყრილობაში. აქვს შესაბამისი დიპლომები და სერთიფიკატები ჯანდაცვის ორგანიზაციის კუთხით.
სამუშაო გამოცდილება
ალექსანდრე კეზევაძე 2008 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. 2006-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2004-2006 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ამბულატორიული პროგრამის კოორდინატორი და პროგრამის თანადირექტორი; 2004-2006 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2001-2004 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი; 2000-2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში “Counterpart International” მონიტორად. 1998-2001 წლებში იყო შპს ”ინფრა ლაიფის” დირექტორი; 1993-1998 წლებში იყო ქ. თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ექიმ-რეანიმატოლოგი; 1991-1993 წლებში - ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიისა და ბავშვთა ქირურგიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი; 1989-1991 წლებში - ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის ექიმ-პედიატრი, ამბულატორიის გამგე და ზუგდიდის სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურის ექიმი; 1988-1989 წლებში - ქ. თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ინტერნი. ალექსანდრე კერძევაძე არის ასოციაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, პარტნიორებთან ერთად მუშაობს ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემატიკაზე საექსპერტო-ანალიტიკური კუთხით. გამოცემული აქვს ათეულობით მონოგრაფია და სტატია. იცის რუსული და ინგლისური ენები.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს სამი შვილი.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.