შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ზუგდიდი » გოგოხია ირაკლი

გოგოხია ირაკლი

პარტია:

კოალიცია ქართული ოცნება

დაბადების თარიღი / ადგილი

1969-08-26, თბილისი

განათლება

ზუგდიდის მე-3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი გოგოხიამ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტზე. 1991 წლიდან დაეუფლა იურისტის პროფესიას ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. 1993 წლიდან გერმანელი ლექტორების ხელმძღვანელობით სწავლა განაგრძო TACIS პროგრამით. მათივე რეკომენდაციით, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟირება გაიარა „დოიჩე ბანკის“ ფრანკფურტის ფილიალში.

სამუშაო გამოცდილება

1991 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კავკასიის სასაქონლო-სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. 1993 წელს დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილედ ბანკში „გეა“. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დაინიშნა საქართველოს „საფოსტო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელად და ამ პოზიციაზე 2002 წლამდე მუშაობდა. 2002 წელს გახდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. 2003 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. 2006 წლამდე იყო ზუგდიდის საკრებულოს წევრი. 2007 წლიდან ბიზნესსექტორში გააგრძელა საქმიანობა.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი თამარ ცხონდია, რომელიც დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.