მერობის კადიდატი » ბათუმი » ხიმშიაშვილი მერაბი

დაბადების თარიღი / ადგილი
1968-03-27, შუახევის რაიონში
განათლება
1976 წელს სწავლა დაიწყო შუახევის რაიონის საშუალო სკოლაში. შემდეგ სწვლობდა ქ. ბათუმის № 17 სკოლაში (1976-1978 წლებში.), ქ. ბათუმის № 9 სკოლაში (1978- 1980 წლებში), ხულოს რაიონის საშუალო სკოლაში (1980-1986 წლებში) და 1986 წელს დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა. 1986 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1994 წელს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1988 -1990 წლებში მუშაობდა "საქმთავარენერგოს" ქ. ბათუმის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე; 1990-1992 წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის აღმასკომის საბინაო განყოფილებაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1996-1998 წლებში - კადრების უფროსისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე სააქციო საზოგადოება "ავტომობილისტიში"; 1999-2004 წლებში - სააქციო საზოგადოება "ავტომობილისტის" გენერალურ დირექტორად; 2004 წელს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ (საკურატორო სფეროები: მშენებლობის, ტურიზმის და სტატისტიკის განვითარება); 2005-2009 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური საზოგადოებრივი გაერთიანება "ერთიანობის დარბაზი" და მოძრაობა "ჩვენი აჭარა"-სთან ერთად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. 2004 წელს რევოლუციის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად აჭარაში პოლიტიკური და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩამოაყალიბა "აჭარის მეწარმეთა კავშირი"; 2004 წელს ხელმძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დელეგაციებს სტამბოლის, ბერლინის, კიევის, თბილისის საერთაშორისო გამოფენებზე. 2004 წელს მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ქ.ბათუმის ბინათმშენებლობის განვითარების კონცეფცია. 2010 წელს საქსტატის სოფლის მეუნეობის სამმართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულის შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში სემინარებზე.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.