შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

მერობის კადიდატი » ბათუმი » დიასამიძე გიორგი

დიასამიძე გიორგი

პარტია:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დაბადების თარიღი / ადგილი

1972-01-25, ბათუმი

განათლება

გიორგი დიასამიძემ დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, არის ქირურგი-ორთოპედი.

სამუშაო გამოცდილება

2013 წლიდან დღემდე მუშაობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ტრავმატოლოგ-ორთოპედად; 2013 წლის 2 თებერვლიდან 2013 წლის 28 აგვისტომდე მუშაობდა „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელად; 2011-2013 წლებში იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2010 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის №1 საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების გამგედ. 2007 წლიდან „ჩემი ოჯახის კლინიკა“-ში ქირურგ-ორთოპედად. 2006 წლიდან მუშაობს თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის, საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. 2007 -2013 წლებში მონაწილეობდა ქართული “AO ჯგუფის” ყოველწლიურ სემინარებში სხვადასხვა თემებზე.

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.