მერობის კადიდატი » ქუთაისი » თევდორაძე გიორგი

დაბადების თარიღი / ადგილი
1975-05-15, ქუთაისი
განათლება
1992-1997 წლებში სწავლობდა ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვის ტექნოლოგიას ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2002 წელს - საარჩევნო მენეჯერის სპეციალობაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საარჩევნო მენეჯერების აკადემიაში. 2004 წელს გაიარა ამერიკის კორუფციისა და ტრანსნაციონალურ დანაშაულებათა კვლევითი ცენტრის საქართველოს ფილიალის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი “კორუფციისა და ტრანსნაციონალურ დანაშაულებათა თეორიისა და პრაქტიკის შესახებ”; 2006 წელს - ამავე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და რეგიონალური განვითარების შესახებ.
სამუშაო გამოცდილება
1999-2002 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ქუთაისის საქალაქო და იმერეთის სამხარეო ორგანიზაციების თავმჯდომარე; მოძრაობა ,,ქუთაისისათვის” - სპიკერი; ,,ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კონგრესის” დამფუძნებელი. 2003-2004 წლებში გიორგი თევდორაძე მუშოაბდა ქუთაისის მერიაში მრჩევლად; 2004-2007 წლებში კი იყო იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწუმებულის მოადგილე; 2007-2009 წლებში მუშოაბდა ბიზნეს კონსტრუქცია, ქუთაისი; 2009-2012 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის მერი. გიორგი თევდორაძე 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრია. ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე - მაკა ხეცურიანი, ეკოლოგი/დოქტორი. შვილები - კონსტანტინე და ტატა.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.