მერობის კადიდატი » ზუგდიდი » ბასილია თეიმურაზი

დაბადების თარიღი / ადგილი
1967-07-14, ზუგდიდი
განათლება
1984 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის N1 საშუალო სკოლა; 1991 წელს – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; 1997 წელს – ზდუ, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2001 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიარა დიპლომატიურ ურთიერთობათა სტაჟირების კურსი.
სამუშაო გამოცდილება
თეიმურაზ ბასილია იყო სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; ფოთის საბაჟო-სადეკლარაციო სამსახურის მთავარი ინსპექტორი; ზუგდიდის საბაჟო-სადეკლარაციო სამსახურის სატვირთო განყოფილების უფროსი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის 2013 წ 13 ნოემბრის N 13/11/05 განკარგულება.)
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე – მანანა კვირკველია და შვილები - სესილი და საბა.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.