მერობის კადიდატი » ქუთაისი » მურღულია შოთა

დაბადების თარიღი / ადგილი
1979-10-21, ქუთაისი
განათლება
შოთა მურღულიამ დაამთავრა ქუთაისის #1 კლასიკური გიმნაზია. 1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე. 1999 წელს გაცვლითი პროგრამით გააგრძელა სწავლა გერმანიაში, ლუნებურგში FH Nordostniedersachsen. სწავლასთან ერთად გაიარა სტაჟირება ბანკში - Volksbank Paderborn; ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ პალატაში. 2001-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება
2002-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად; 2002-2007 წლებში Robert-Bosch-ის ფონდის დაფინანსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), რასაც დღემდე აგრძელებს. 2012 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის 5 მაისამდე ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა. ამჟამად ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატია.
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე, თეონა შეყილაძე, პროფესიით იურისტი და ორი ქალიშვილი.
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.