www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.
პროექტის მიზანია, მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე გათვლილი და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს. ამავე პროექტით გვსურს ხელი შევუწყოთ წინასაარჩევნო კონკურენციასა და დებატების რაციონალური, საქმიანი და პოლიტიკაზე ორიენტირებული დისკუსიების წარმართვას.
ამ ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ თბილისის მერობის კანდიდატების ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და/ან გაეცნოთ მათ სრულ საარჩევნო პროგრამას; სოციალური მედიის აპლიკაციებით კი შეძლებთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.
იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.