შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - ეკონომიკური პარამეტრები

სოციალური საბაზრო ეკონომიკა არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს  კეთილდღეობას ყველასთვის. ამ მოდელის გამოყენებით ჩვენ უზრუნველვყოფთ 2012-2017 წლებში წლიურად ეკონომიკის, საშუალოდ, 8-10 პროცენტიან ზრდას, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონამდე ლარის საბიუჯეტო შემოსავლებს უდრის.  ჩვენი შეფასების კრიტერიუმია მშპ-ის ზრდის დასახელებული ტემპი და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა. ყოველივე აღნიშნულს კი თან ახლავს უმუშევრობის შემცირება. ჩვენი დასაქმების პოლიტიკის შედეგად მილიონი თვითდასაქმებულიდან 2017 წლამდე ყოველწლიურად 100 000 ადამიანი დაემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, ხოლო 300 000 უმუშევარი ადამიანიდან ყოველწლიურად 23 000 ადამიანი დასაქმდება დაქირავებით.