შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
  • საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაწესდება 75%-იანი მდიდართა გადასახადი.
  • ხალხს გამგებლობაში დაუბრუნდება ყველა გაყიდული სტრატეგიული სიმდიდრე -წყალი, ტყე, ჭალა, წიაღისეული, ძირითადი ენერგეტიკული ობიექტები, სკოლები და ბაღები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი ობიექტები - საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი  კანონმდებლობის სრული დაცვით.
  • კერძო საკუთრება იქნება ხელშეუხებელი.
  • საერთოდ გაუქმდება კაბალური გადასახადი წყალზე, სარწყავზე, ხეხილზე, პირუტყვზე, ტყით სარგებლობაზე, საცხოვრებელ ფართსა და მიწათსარგებლობაზე, ასევე, წვრილი ბიზნესის სფეროში.
  • შეიქმნება მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო ინვესტიციებისთვის
  • გაუქმდება სალარო საკონტროლო აპარატები ბაზრობებზე, წვრილი ბიზნესის სფეროში შემოღებული იქნება ფიქსირებული გადასახადი.