შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - დასაქმება
  • ჩვენი მთავარი ვალდებულებაა უმუშევრობის მოსპობა და ხალხის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება, ქარხნების, ფაბრიკების, გადამამუშავებელი მრეწველობის ამუშავება. 
  • დაუყოვნებლივ აღდგება დეკრეტების, შვებულებებისა და ბიულეტენების ტრადიციული ინსტიტუტი ყველა კატეგორიის მუშა-მოსამსახურეებისთვის.
  • დროებით უმუშევრებისთვის გაიცემა ღირსეული კომპენსაცია.
  • შეწყდება უცხოელ მუშა-მიგრანტთა უკანონო შემოყვანა ქვეყანაში.
  • მინიმალური ხელფასი და პენსია იქნება საარსებო მინიმუმს ზევით. პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
  • დაუყოვნებლივ აღდგება სამსახურში ასი ათასობით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოქალაქე და აუნაზღაურდება განაცდური.
  • სახელმწიფო აპარატში მომუშავე ყველა მუშაკს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად.