შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გარემოს დაცვა
უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენთვის. საქართველოს ბუნებრივ გარემოს, ბიომრავალფეროვნების და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ეკოლოგიურ უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადგება დაუთმოთ.


უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის მიზნად ვისახავთ: დავნერგოთ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები; ვუზრუნველყოთ საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების, სახეობათა მრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების დაცვა და რეაბილიტაცია; საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა; ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე შესაძლო ზიანის და ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დაყვანა; საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კლიმატის ცვლილების მიმართ საადაპტაციო ღონისძიებების გატარების გზით და სათბურის გაზების ემისიების შემცირება; ტყის რესურსების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის რადიოაქტიური და სხვა მავნე ნარჩენებისაგან გაწმენდის სამუშაოების ჩატარება, შავი ზღვის დაბინძურების პრევენცია და სხვა.


სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად მიმდინარეობს ინერტული მასალის გატანა, რაც, გარემოს დიიდ ზიანს აყენებს. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ, შევაჩეროთ საოკუპაციო რეჟიმი და არ დაუშვათ  შავი ზღვის სანაპიროს ეკოლოგიური კატასტროფა.


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორებიცაა წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი,  მიწისძვრა, ასევე სამრეწველო ავარიების პრევენციას რომელიც გარემოს უქმნის საფრთხეს.


შემუშავებული იქნება ისეთი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც  უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის  ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებას.