შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ეკონომიკური პარამეტრები
  • მშპ-ს რეალური ზრდის მაღალი დონე (საბაზისო სცენარით 7%-ის ფარგლებში, თუმცა დღევანდელი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით ვვარაუდობთ ზრდის უფრო მაღალ დონეს);
  • ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ის 3%-ის ფარგლებში;
  • ბიუჯეტის ხარჯების და არა ფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა - მშპ-ის 30%-ის ფარგლებში;
  • სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან - მაკრო ეკონომიკურად ჯანსაღ და მისაღებ დონეზე;
  • ერთნიშნა ინფლაცია, საბაზისო სცენარით 5-7%-ის ფარგლებში (რაც, გამომდინარე საქართველოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპიდან ადეკვატურ ნიშნულს წარმოადგენს).