შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - უმცირესობათა უფლებები

  • უნდა არსებობდეს ხელისუფლების პოლიტიკური ნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმებისთვის მათი სპეციალობისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით, როგორც სახელმწიფოს მართვის ცენტრალურ აპარატში (საკანონმდებლო, აღმასრულებელი), ისე, დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებში, რეგიონულ ერთეულებში;
  • ლიდერთა ინსტიტუტის შექმნა ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის იმ მიზნით, რომ სამომავლოდ შეიძლებოდეს მათი გამოყენება სახელმწიფოს მართვის სისტემაში;
  • უფასო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების გახსნა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ტრენინგების მოწყობა უფლებათა სფეროში;
  • სისტემატური ერთაშორისი კონფლიქტოლოგიური მონიტორინგი;
  • ეროვნული უმცირესობების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების გახსნის ხელშეწყობა;
  • რელიგიური და საკულტო შენობების აღდგენის პროგრამების ამოქმედება;
  • არაქართულენოვანი სკოლების დახურვასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა;
  • მრავალენოვანი სწავლების სისტემის დანერგვა;
  • ბავშვთა ინოვაციური საბავშვო ბაღების გახსნა ენების შესწავლის პროგრამით;
  • ქართული ენის სწავლების ისეთი მეთოდიკის შექმნა და დანერგვა, რომელიც მიმზიდველი იქნება ეთნიკური უმცირესობებისთვის;
  • სათანადო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავებისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად;
  • სახელმწიფო ენის შესწავლის პრიორიტეტულობის განმარტება ფართო მასებისთვის;
  • ეროვნულ უმცირესობათა კულტურული განვითარების სტრატეგიის საკანონმდებლო უზრუნველყოფა;
  • კულტურათშორისი კომუნიკაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • საჭირო სახსრების მოძიება თვითმოქმედი დასებისა და ანსამბლების ფუნქციონირებისთვის;
  • სახსრების გამოყოფა რიტუალური და ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციისთვის;
  • ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოვლა-პატრონობისთვის;
  • რადიო- და ტელეკურსების ჩამოყალიბება ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე;
  • გადაცემების სტაბილურად უზრუნველყოფა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე;
  • ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა ადგილობრივი ტელე-და რადიოსტუდიების საქმიანობისთვის;
  • სახელმწიფოს აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობა ეროვნულ უმცირესობებთან კომუნიკაციების დეფიციტისა და ინფორმაციული ვაკუუმის დაძლევაში;
  • ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენელთა მონაწილეობა სახელმწიფო ინიციატივებში;
  • ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ყველა ეროვნების ბავშვთა დასვენების უზრუნველყოფა მათ შორის შემდგომი კომუნიკაციის დამყარების მიზნით;
  • სამოქალაქო პატრიოტიზმისა და პოლიტიკური ლოიალურობის ხელშემწყობი ღონისძიებები;
  • ინტეგრაციის სამოქალაქო აქტივობის დეტონირება, ინტერესის გაღვივება.