შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
NIMD-ის შესახებ

ეს ვებ-საიტი პროექტის "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაა, ხოლო მეორე, აღნიშნული ვებსაიტის შექმნა. პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მიერაა დაფინანსებული, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმუშავა ორგანიზაციული სტრატეგიის დახვეწაზე, ხოლო მისმა თანამშრომლებმა ინტენსიური მენეჯმენტ ტრენინგი გაიარეს. მათ ასევე გაიცნეს ჰოლანდიის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის თავისებურებები და გამართეს საინტერესო შეხვედრები ნიდერლანდების პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამ ვებ-საიტის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ, ხარისხიან პოლიტიკურ დისკუსიას. იმისათვის, რათა ერთის მხრივ, წაგვეხალისებინა კონკრეტული პოლიტიკური გეგმების ფორმირება პოლიტიკურ პარტიებში და მეორეს მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიგვეწოდებინა, ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ მოკლე, ლაკონური პასუხები გაეცათ ჩვენი აზრით აქტუალურ და მნიშვნელოვან 21 საკითხთან მიმართებაში. თითოეულ პარტიას თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.

ამ ვებ-საიტის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ პარტიათა ხედვები ცალკეულ, თქვენთვის საინტერესო საკითხებზე; გაეცნოთ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების პოლიტიკურ ხედვებს და გაუგზავნოთ თქვენი შეკითხვები მათ. სოციალური მედიის აპლიკაციები კი საშუალებას მოგცემთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.

იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.


Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.
პარტნიორები