შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ზვიადის გზა - უფლის სახელით

სამოქალაქო სექტორის გამართული ფუნქციონირება ის მძლავრი ბერკეტია, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათ გადაჭრას ემსახურება. საქმიანობისათვის მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების ერთ-ერთი გზა ასე გვესახება: ჩვენი აზრით, საჭიროა, უმაღლესი სახელმწიფო აღმასრულებელი სტრუქტურების (სამინისტროების) ბიუჯეტში წინასწარ ჩაიდოს, მათთვის გამოყოფილი თანხის ერთი პროცენტის ტოლი თანხით, საგრანტო წესით კონკურსის გამართვის აუცილებლობა. ამგვარი დაფინანსების მქონე, ანუ კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს გრანტის გამცემი სამინისტროს საქმიანობის შესაძლო ხარვეზების გამოვლენა დამატებითი კონტროლის გზით და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება.

პარტიის პოზიცია