შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ჩვენი ამოცანაა, სრულად და ეფექტიანად იქნას გამოყენებული ქვეყნის ევროინტეგრაციით განპირობებული შესაძლებლობები. ევროინტეგრაციის პროცესით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების დამკვიდრების და წარმატებული ტრანსფორმაციის მისაღწევად. ამ მიზნით:

  • გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს, ეფექტიანი განხორციელება;

  • გაგრძელდება თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საფუძველზე, შეიქმნება მეტი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის;

  • გაგრძელდება ინსტიტუციური და სექტორალური ინტეგრაცია ევროკავშირთან;

  • გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში;

  • საქართველო გაწევრიანდება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში;
  • გააქტიურდება თანამშრომლობა ევროკავშირის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული პროგრამების, მათ შორის "შემოქმედებითი ევროპის" და "ჰორიზონტი 2020"-ის ფარგლებში, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური სარგებელი გახდეს ხელმისაწვდომი;

  • გაღრმავდება თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივ ფორმატში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით;
  • გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რაც ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელების, ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შემდგომი კონსოლიდაციის, ასევე არსებული ცოდნისა და გამოცდილების მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.
პარტიის პოზიცია